კრისტიან ერიკსენი საქართველოს ნაკრებზე: მათაც იგივე უნდა ვუქნათ, რაც გიბრალტარს

363
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველმა და დანიის ნაკრების ლიდერმა კრისტიან ერიკსენმა დანიურ dr.dk-სთან მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებზე ისაუბრა და საქაართველოს ნაკრებს მოკლედ შეეხო.
“გიბრალტართან და საქართველოსთან შეხვედრები განსხვავებული იქნება. გიბრალტართან თამაში ხელოვნურ მოედანზე ნიშნავს ბრძოლას გუნდთან, რომელსაც სურს აჩვენოს, რომ იმაზე უკეთესი ნაკრებია, ვიდრე ამაზე შედეგები მეტყველებენ.
რაც შეეხება საქართველოს, გიბრალტარის მსგავსად, საქართველოც ის გუნდია, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს”, – ამბობს “ტოტენჰემის” 10-იანი, რომელიც სურვილის მიუხედავად, ვერცერთ ტოპ-კლუბში ვერ გადავიდა.
დანიის ნაკრები პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარში

გამართავს, ხოლო 8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიელებს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

წყარო: sportall.ge
SHARE