ასეც ველოდით, რადგან მივეჩვიეთ – ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელსაც დიღომში ოლიმპიური ჩემპიონ ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის სასახლემ უმასპინძლა, ქვეყნის რეკორდით უნდა დამთავრებულიყო, თანაც ისეთი შედეგით, აუცილებლად მსოფლიოს მიღწევაზე მაღალი ყოფილიყო.
ლაშა ტალახაძემ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და პლანეტის ძლიერეს მამაკაცთა ჭიდილამდე ერთი თვით ადრე საქართველო მსოფლიოზე წინ გადაწია: ფრენბურთის სასახლის ფიცარნაგზე ტალახაძემ 219 კილოგრამი აიტაცა, რაც საქართველოს რეკორდია და მის მიერ წლეულს გაზაფხულზე ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ მსოფლიოს მიღწევას კილოგრამით აღემატება, თუმცა ის პლანეტის რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს პირველობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში არ შედის და უცხოელი არბიტრებიც არ ემსახურებიან. ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს რეკორდი მსოფლიოსას აღემატება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ 2016 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა ქართველმა გოლიათმა ეს წარმატება რიოს თამაშებში გამარჯვების (2016 წლის 16 აგვისტო) სამი წლისთავს მიუძღვნა.
ამ შეჯიბრებას კი 16-27 სექტემბერს ბანკოკიდან დაახლოებით 165 კილომეტრით დაშორებული ტაილანდის, იგივე სიამის ყურის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქი პატაია უმასპინძლებს.
+109 კგ.
1. ლაშა ტალახაძე (საჩხერე) – 474 (219+255)
2. ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 377 (175+202)
3. თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) – 345 (165+180)
წყარო: lelo.ge