საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე თითქმის ორი თვეა უგუნდოდაა და შესაბამისად თავისუფალი აგენტია. თუმცა, შესაძლოა სულ მალე ჩვენებური იტალიის სერია B-ს ბინადარ „ტრაპანიში“ ჩაირიცხოს.
Telesudweb.it-ის ცნობით, სიცილური გუნდის სპორტული დირექტორი რაფაელე რუბინო აღნიშნულ ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
ლევანისთვის სიცილია უცხო სულაც არაა, რადგან 2008-2010 წლებში „პალერმოს“ ღირსებას იცავდა. მას მერე კი, 9 სეზონი „ემპოლიში“ გაატარა, რომელიც მიმდინარე ზაფხულს დატოვა.
წყარო: worldsport.ge