ლევან ყენია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

456

ყველასთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

ცნობილია, რომ 28 წლის შემტევი ამიერიდან “საბურთალოს” ღირსებას დაიცავს.

ყენია ბოლოს ლუქსემბურგში თამაშობდა, სადაც “დუდელანჯთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება “საბურთალოს”, 10 ივლისს ისინი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “შერიფს” დაუპირისპირდებიან.

 

წყარო: goal.ge

SHARE