ლევან შენგელია ტენერიფესაც უნდა

380

ესპანური გამოცემა eldia.es ამტკიცებს, რომ “კადისი” თბილისის “დინამოს” შემტევ ლევან შენგელიასთვის ერთადერთი ვარიანტი არ არის. როგორც გამოცემა წერს, 23 წლის ქართველით დაინტერესებულია “ტენერიფეს” ახალი სპორტული დირექტორი ვიქტორ მორენო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

შემდეგ eldia.es წერს, რომ შენგელიას, რომელიც ცაციაა, მაგრამ შეჩვეულია მარჯვენა ფლანგზე თამაშს, თბილისის “დინამოსთან” კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება. ის არ არის კლასიკური ფორვარდი, არის მეორე ეშელონის შემტევი და კარგად ეხერხება გოლების გატანაც.

ამიტომ, “ტენერიფეს” ფლანგელთან, 34 წლის სუსო სანტანასთან კონკურენცია არ მოუწევს, რადგან ამ უკანასკნელს გამოკვეთილ თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში.

წყარო: lelo.ge

SHARE