ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ დღეს, 16 ივლისს, UFC-ის “მებრძოლთა კუნძულზე” გამარჯვება მოიპოვა. მან მოწინააღმდეგე დიანა ბელბიცე პირველივე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ილეთის გაკეთების დროს, დიანა არ ნებდებოდა მოწინააღმდეგეს და თავის დაღწევის მცდელობაში ხელი მოიტეხა. ჯოჯუამ პრეს-კონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“ძალიან მინდოდა მოწინააღმდეგის მონახულება, მაგრამ ვერაფერი მოვასწარი. ჩემი ნივთებიც ვერ ავიღე ჯერ. ბრძოლის შემდეგ დეინა უაითი მოვიდა ჩემთან და მომილოცა. ეს ძალიან მოლუდნელი და სასიამოვნო იყო, შემდეგ უამრავი ინტერვიუ ჩაწერეს. მინდა მოვინახულო მოწინააღმდეგე.
არასდროს მქონია სურვილი, ვინმეს ასეთი ტკივილი მივაყენო და რამე მოვტეხო. ვიმედოვნებდი, რომ მალე დამნებდებოდა, მაგრამ არ დამნებდა და შედეგად ხელი მოტყდა.
წონითი კატეგორიის შეცვლა დადებითად აისახა. აქამდე, ფაქტობრივად, მონსტრებს ვხვდებოდი. ისინი ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ. ახლა, როგორც თევზი წყალში, ისე ვარ.”
წყარო: sportall.ge