ლოკომოტივის ექიმი: კვირკველიას ტრავმა ფეხბურთში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მის მკურნალობას, შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს

429

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში საბა კვირკველიამ იმ ტრავმაზეც ილაპარაკა, რომელმაც მაისის შემდეგ თამაშის საშუალება მოუსპო. თუმცა იქვე მიუთითა ჟურნალისტს, რომ ამ საკითხზე უკეთ “ლოკომოტივის” ექიმი ილაპარაკებდა.

“ჩემპიონატის” ჟურნალისტიც დაუკავშირდა “რკინიგზელთა” ექიმ ნიკიტა კარლიცკის, რომელმაც განმარტება გააკეთა:

– გასული სეზონის ბოლოს, მძიმე დატვირთვების ფონზე, საბას ორივე ფეხის კუნთების ანთება ჰქონდა. ეს ფეხბურთში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მის მკურნალობას, შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. ახლა ის თავს კარგად გრძნობს და თანდათან ფორმაში შედის.

– მაგრამ მოედანზე აქამდე რატომ არ გადის?

– ამ პრობლემის მკურნალობის პირველ ეტაპზე მთავარი იყო დასვენება და და ფიზიოთერაპიის კურსები. ხანგრძლივი პაუზისას კი კუნთები ძალას კარგავენ. ამიტომ დრო სჭირდება, რომ არამარტო ანთებითი პროცესი შეჩერდეს, არამედ, ადრინდელი ძალაც რომ დაიბრუნოს. ახლა საბა საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და ყველა რეკომენდაციას ძალიან პროფესიონალურად ეკიდება. პროგნოზები კარგია: მის ჯანმრთელობას და კარიერას არაფერი ემუქრება.

წყარო: lelo.ge

SHARE