მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ხამეს როდრიგესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

356
მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ იმ ჭორების შესახებ გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით, კლუბმა შესაძლოა ხამეს როდრიგესი დაიმატოს.
“ატლეტიკო” ყოველთვის იყო დაინტერესებული ტოპ-ფეხბურთელებით, ხოლო ხამესი ერთ-ერთი მათგანია. რაც შეეხება მის ტრანსფერს, მაგამდე შორია. მოლაპარაკებების შესახებ არაფერი ვიცი”, – თქვა სერესომ “მარკასთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 სეზონის განმავლობაში როდრიგესი “ბაიერნში” გამოდიოდა, რომელმაც ფეხბურთელი არ გამოისყიდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 28 მატჩი ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდის “რეალთან” 2021 წლის 30 ივნისამდე გრძელდება, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 50 მლნ ევროს შეადგენს.

წყარო: sportall.ge
SHARE