მადრიდის კოლორიტი ასისტენტი სიმეონეს ტოვებს

434
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისმა ასისტენტმა ხერმან ბურგოსმა შესაძლოა, კლუბი დატოვოს.
გუშინ, 23 თებერვალს, 50 წლის არგენტინელმა “ატლეტიკო” “ვილიარელთან” ანგარიშით 3:1 მოგებულ მატჩში მინდორზე გაიყვანა, რისი მიზეზიც სიმეონეს დისკვალიფიკაცია იყო, რომელიც შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
მოსალოდნელია, რომ ბურგოსი კლუბს დატოვებს.
“მე და ხერმანი 24 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ძალიან კარგადაც. ვიცით, რისი მიღწევა გვინდა ერთობლივი მუშაობით. ყოველი გამარჯვების შემდეგ ბედნიერები ვართ, ხოლო როცა ის ხელმძღვანელობს გუნდს, გამარჯვებული ისაა.
ჩემგან განსხვავებით, მას გუნდში სიმშვიდე შემოაქვს, გამარჯვებისთვის სასიცოცხლო ენერგიასთან ერთად.
მე უკვე ვთქვი, როცა ხერმანს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ რაიმეს თქმა მოუნდება, ის ამას გააკეთებს”, – განაცხადა სიმეონემ.
არგენტინელი ხერმან ბურგოსი “ატლეტიკოს” ნამდვილი კოლორიტია. ამპლუით მეკარე ბურგოსი მადრიდულ კლუბში 2001-04 წლებში თამაშობდა, ხოლო “ატლეტიკოში” მწვრთნელის რანგში ჩოლოსთან ერთად 2011 წელს მივიდა. ასისტენტობისას ხერმანს არაერთხელ გამოუჩენია თავი ემოციური მოქმედებებით და ხშირად მის დამშვიდებას ვერც სიმეონე ახერხებდა.
წყარო: sportall.ge
SHARE