მაკარიძის მე-7 მშრალი მატჩი, საოცარი „სეივი“ და „სეტუბალის“ გამარჯვება

330
საქართველოს ნაკრებისა და “ვიტორია სეტუბალის” მეკარე გიორგი მაკარიძემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა “ბოავიშთას” წინააღმდეგ და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

 

გიორგიმ პრიმერა ლიგის მე-7 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად, ჯამში 5 “სეივი” ჰქონდა და მათგან ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმში იყო, როცა მატჩის 61-ე წუთზე ძალიან რთული ბურთის მოგერიებაც შეძლო.

 

“ვიტორია სეტუბალი”, რომელსაც 10 ტურში მხოლოდ 3 გოლი (აქედან 1 ავტოგოლი) აქვს გატანილი (6 გაშვებული), გიორგის წყალობით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებს.
წყარო: sportall.ge
SHARE