მარადონამ ხამესი გააფრთხილა – „არ შეეხო 10-ნომრიან მაისურას“

467

იტალიური კლუბი ნაპოლი მუშაობს ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე და იმედი აქვს, რომ მას სულ მალე დაიმატებს.

კოლუმბიელი მიუნხენის ბაიერნში მადრიდის რეალიდან იჯარის წესით ორი წლის განმალობაში თამაშობდა, თუმცა გერმანულ კლუბთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განახცადა. ნეაპოლელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ხამესი მის კლუბში გადავა. სწორედ ანჩელოტიმ გადაიბირა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ახალგაზრდა ფეხბურთელი 2014 წელს.

“არ ვიცი, გადმოვა თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს”, – განახცადა ანჩელოტიმ.

ნეაპოლურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, თუ რომელ ნომერს აირჩევს 27 წლის ფეხბურთელი. იგი ეროვნულ გუნდშიც და საკლუბო დონეზეც 10-ნომრიან მაისურას ატარებს, მაგრამ ეს ნომერი ნაპოლიში დიეგო მარადონას ეკუთვნის.

მარადონა ნაპოლის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით იცავდა
მარადონა ნაპოლის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით იცავდა

მარადონა ნაპოლის ლეგენდაა. არგენტინელი ნეაპოლის გუნდს 1980-იან წლებში სერია A-ს (ორჯერ) და უეფას თასის მოგებაში დაეხმარა, 10-ნომრიანი მაისური კი ნეაპოლში 2000 წლის შემდეგ არავის ჩაუცვამს.

დიეგო მარადონას შვილი დიეგო მარადონა უმცროსი ხამესს აფრთხილებს:

“არ შეეხო 10-ნომრიან მაისურას, ეს ოჯახის საკუთრებაა”.

წყარო: popsport.ge

SHARE