„მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია აქციის ფასად იქნება ხელმისაწვდომი

807

“მარველის” სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია 1-14 ნოემბრის განმავლობაში “ბიბლუსისა” და “პეპელას” მაღაზიათა ქსელში სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

ყველასათვის საყვარელი სუპერგმირების ფიგურების შეძენა 18 ლარის ნაცვლად, 12.9 ლარად, ხოლო ჟურნალის, ე.წ. storyteller-ის, 2 ლარის ნაცვლად, 1.5 ლარად იქნება შესაძლებელი.

უკვე ერთი წელია, რაც გამომცემლობა “პალიტრა L” საქართველოში “მარველის” პირველი ოფიციალური წარმომადგენელია.
“მარველ ინთერთეინმენტი” “უოლტ დისნეის” შვილობილი კომპანიაა. სწორედ მისი შექმნილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პერსონაჟი სუპერგმირები. 75 წლის განმავლობაში “მარველის” პერსონაჟებზე შეიქმნა უამრავი ფილმი, სერიალი, კომპიუტერული თამაში, წიგნი თუ კომიქსი.

“მარველის” სუპერგმირების საკოლექციო ფიგურების ისტორიასთან ( storyteller) ერთად შეძენა, აქციის ფარგლებში, “მარველის” მოყვარულებისათვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება. წიგნი-ჟურნალი მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ისტორიებს თითოეული სუპერგმირის შესახებ. ესენია: ადამიანი-ობობა, რკინის კაცი, თორი, კაპიტანი ამერიკა, დედპული, შავი პანტერა და სხვა.
“მარველის” სუპერგმირებს მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ამ გმირებს აქვთ ის, რაც უამრავ ადამიანში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, აღფრთოვანებასა და სიყვარულს იწვევს. ჩვენი მიზანია, საყვარელი სუპერგმირები ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი ფანებისათვის და მათ მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ”, – ამბობს გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ აბდუშელიშვილი.
წყარო: sportall.ge
SHARE