„მეგონა გუნდის მე-12 მოთამაშე იქნებოდა“ – არნოლდ ბრიუგინკი აბურჯანიაზე

412

ახლო წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა არნოლდ ბრიუგინკმა VoetbalTijd-თან ინტერვიუში გიორგი აბურჯანიაზე ისაუბრა…

43 წლის ბრიუგინკი, რომელსაც პსვ-ში, მალიორკაში და ჰანოვერში უთამაშია, ტვენტეს აღზრდილია. ის ამბობს, რომ თავიდან ვერ აღფრთოვანდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას თამაშით მის მშობლიურ კლუბში:

არნოლდ ბრიუგინკი: “თავიდან ვფიქრობდი, რომ ის გუნდის მე-12 ან მე-13 ფეხბურთელად უნდა განგვეხილა. არ ვარ დარწმუნებული, რამდენად რეალურია ეს ჩემი შეფასება, თუმცა ასეთი წარმოდგენის ვიყავი მასზე. დანარჩენ უცხოელებს უბრალო დამატებად მივიჩნევ. ფეხბურთელების ნაკლებობაა და მგონი, დროა, ახალგარდებს პირველ გუნდშიც ვენდოთ.

პანდემიის შემდეგ ახალი რეალობის წინაშე ვართ. გუნდები ძირითადად საკუთარი ახალგარზდებით უნდა გაძლიერდნენ, ვიდრე ზედმეტი უცხოელები შეიძინონ, რომელთა დამატებაც აუცილებელი არ არის. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათ, რა თქმა უნდა, უნდა დააკმაყოფილონ მაღალი მოთხოვნილება ელიტაში კარგი თამაშით”.

გიორგი აბურჯანია სევილიას ფეხბურთელია და ორი წლით იჯარით ტვენტეში თამაშობს. 2019/20 წლების ერედივიზიეს დაუსრულებელ სეზონში მან 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. აბურჯანიამ ტვენტეს ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში გაიტანა, სიტარდთან მან თავი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.

წყარო: popsport.com

SHARE