“ბარსელონასა” და ლიონელ მესის შორის გაყრა ელვის სისწრაფით ახლოვდება. მიუხედავად კატალონიური გრანდის მესვეურთა განცხადებებისა, რომ ყველაფერს აკეთებენ სუპერვარსკვლავის შესანარჩუნებლად, ეს ინფორმაცია ამ მცდელობებს წყალში ყრის – მესიმ ფიფასგან საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატი მოითხოვა.
ეს სერთიფიკატი გაიგზავნება ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციასა და ასევე მესის ახალი კლუბის შესაბამის ასოციაციაში, – ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი საკუთარ “ტვიტერზე” წერს. ეს კი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მესი ნამდვილად მიდის “ბარსელონადან”.
წყარო: lelo.ge