კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლეო მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა.
ჩილესთან გამართული შეხვედრა მესისთვის 27-ე მატჩი იყო კოპა ამერიკაზე.
ამიერიდან, მესის არგენტინელ ფეხბურთელებს შორის კოპა ამერიკაზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
აქამდე, ეს რეკორდი ხავიერ მასკერანოს ეკუთვნოდა, რომელმაც ამ ტურნირზე 26-ჯერ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ჩილესთან მატჩში მესი მედელთან დაპირისპირების გამო, მოედნიდან გააძევეს.
წყარო: goal.ge