უეფას შტაბ ბინაში ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ თბილისის “დინამოსა” და “ლოკომოტივის” სავარაუდო მეტოქეები გაარკვია.
თუ თბილისის “დინამო” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსური “კონაჰის” ბარიერს წარმატებით დაძლევს, მესამე ეტაპზე ჩვენი ჩემპიონის მეტოქე ფარერის კუნძულების “კლაკსვიკი” იქნება..
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში დინამოს სტუმრად მოუწევს თამაში.
რაც შეეხება ლოკომოტივს, მოსკოვის დინამოს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში “ტეუტასა” და “გრანადას” შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება. ქართული გუნდი ამ შემთხვევაშიც სტუმრად ითამაშებს.
წყარო: lelo.ge