საჩხერის “ჩიხურა” ევროპალიგაზე შოტლანდიურ “აბერდინს” დაუპირისპირდება. მართალია, მეტოქე ფავორიტად ითვლება, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ სოსო ფრუიძის გაწვრთნილი გუნდი მასაც ლუქსემბურგული “ფოლას” გზას გაუყენებს. გუშინ ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა…
სოსო ფრუიძე (ჩიხურას მთავარი მწვრთნელი):
“რა თქმა უნდა, ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს.შოტლანდია არის საფეხბურთო ქვეყანა და მათ ვცემთ დიდ პატივს. “აბერდინი” არის კლუბი,რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები. “ჩიხურასთვის” დიდი პატივია, რომ ასეთ მოწინააღმდეგესთანმოუწევს საქმის დაჭერა…
ისინი თამაშობს სუფთა შოტლანდიურ ფეხბურთს. ჰყავს მაღალი და ძალისმიერი ფეხბურთელები.ცდილობენ, რომ წინ წასწიონ ბურთი და ითამაშონ მოწინააღმდეგის მოედანზე. ვიტყვი პირდაპირ – ყველაზე მეტად მათ “სტანდარტულებს” უნდა ვერიდოთ.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დაბალანსებული და ძლიერი გუნდი, მაგრამ ცხადია, აქვს თავისი მინუსებიც. ყველანაირად ვეცდებით, რომ ისინი საჩვენოდ გამოვიყენოთ.
გადაწყვეტილია, რომ ვერ დაგვეხმარება რატი არდაზიშვილი. მას ტრავმა აწუხებს. კიდევ არისმიკროტრავმები, მაგრამ ვინც გავა მინდორზე, ყველა ბოლომდე იბრძოლებს…
მეტოქეს ჰყავს კარგი ნახევარდაცვა. ფლანგებიდან შესანიშნავად უტევენ. ძალიან კარგიფეხბურთელია ფერგიუსონი. ასევე მე-16 ნომერი, ცენტრალური თავდამსხმელი… ახლა არ მინდა მათ მინუსებზე ვილაპარაკო, რადგან ჩვენი ტაქტიკა სწორედ ამაზეა აგებული.
რა თქმა უნდა, “აბერდინი” ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევათ. ეს უნდა შევძლოთ ბურთის ფლობის ხარჯზე”.
დერეკ მაკინესი (აბერდინის მთავარი მწვრთნელი):
“ვიცით, რომ ძალიან კარგ გუნდთან მოგვიწევს თამაში. “ჩიხურას” ეტყობა მწვრთნელის ხელი.
მიუხედავად რამდენიმე გამორჩეული მოთამაშისა, მისი ყველაზე დიდი პლუსი გუნდურობაა.
რაც შეეხება თბილისურ ამინდს, არ აქვს მნიშვნელობა კლიმატს, გუნდმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა ითამაშოს. მჯერა, საინტერესო თამაშს ვიხილავთ.
ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა მოგებაა”.
წყარო: lelo.ge