მილტონ ჰეიგი: ბობოლებთან სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ თუ გვსურს იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს…

555

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას თურქეთში, ბელეკის სპორტკომპლექს „გლორიაში“ განაგრძობს.

მზადების მიმდინარეობასა და საკონტროლო მატჩში მეტოქის, „საუთერნ კინგზის“ თაობაზე რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვრდთან კომენტარი „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა, მილტონ ჰაიგმა გააკეთა.

„მზადებით და ჩვენი გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ. მორაგბეები უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კარგ ფორმაში არიან. დაძაბული სამუშაო პერიოდი მორაგბეებისთვის ფიზიკურად რთული იყო. თუმცა, ყველას ესმის, რომ ეს ასეც უნდა იყოს, თუ გვსურს იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს…

ბელეკში მდებარე სპორტკომპლექსი „გლორია“ ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა. მოედნებსა თუ დარბაზებში ყველა პირობაა სათანადო დონის ვარჯიშების ჩასატარებლად. ჩვენ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ…

დიდი მადლობა სამხრეთაფრიკულ „საუთერნ კინგზს“, რომელიც თბილისში სათამაშოდ ჩამოსვლას დათანხმდა. ადრე ეს გუნდი ზე რაგბში თამაშობდა. ამჯერად კი, კელტთა ლიგაში ასპარეზობს და რეგულარულად ხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიც „ლენსტერი“ და „მანსტერი“ არიან. შოტლანდიელებთან შეხვედრებამდე, ის ჩვენთვის იდეალური მოწინააღმდეგე იქნება.

„მსოფლიო თასამდე გასამართი მატჩები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, როგორ უნდა ვითამაშოთ იაპონიაში. ჩვენ გვექნება ახალი ვარიანტები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამ სამი თამაშის შემდეგ, ჩვენი სისტემა, ტაქტიკა და მოთამაშეები მზად იქნებიან ელიტური, პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდ“.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლევან მელიქიძე.
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური, გიორგი ქერდიყოშვილი.
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე.
№9: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე.
№10: ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე.
№12-13: დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე.
№11-14: ზურაბ ძნელაძე, ალექსანდრე თოდუა, გიორგი აფციაური, მირიან მოდებაძე.
№15: მერაბ კვირიკაშვილი, სოსო მათიაშვილი.

ტესტები

27 აგვისტო
საქართველო-საუთერნ კინგზი

31 აგვისტო
საქართველო-შოტლანდია

7 სექტემბერი
შოტლანდია-საქართველო
მსოფლიოს თასი

23 სექტემბერი
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი
საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი
საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი
საქართველო-ავსტრალია

წყარო: lelo.ge

SHARE