მინსკი 2019. იაკობ ქაჯაია ფინალშია, რევაზ ნადარეიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

696
29 ივნისს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130 კგ) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.

ქაჯაიამ 2:0 მოუგო ნორვეგიელ მარვიკს, ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისათვის ბელარუს კირილ ჰრიშანკას დაეჭიდება რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი სერგეი სემიონოვი 3:1 დაამარცხა.

 

ქაჯაიამ ფინალამდე ლიტველ რიმას ფრიდრიკასს 4:0 და აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათის 10:4 სძლია.

 

რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) ხვალ დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.
წყარო: sportall.ge
SHARE