როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, “Sky Sports” იუწყება, მიუნხენის “ბაიერნი”, კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ტრანსფერს უახლოვდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიელთა პრეზიდენტი, გერმანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, მზადაა 22 წლის შემტევის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გაიმეტოს.
ცნობების მიხედვით, დემბელეს შესაძენად, ბუნდესლიგის გრანდმა “ლილის” კოტ-დ’ვუარელ ვარსკვლავზე, ნიკოლას პეპეზეც კი უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენია” დაინტერესებული.
წყარო: footballnews.ge