მორის ყვითელაშვილის ისტორიული მედალი ევროპის ჩემპიონატზე

496

ავსტრიულ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კაცთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა.

მან თავისუფალ ვარჯიშში 163,94 ქულა დაიმსახურა. ჯამში კი, 246,71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.

კიდევ ერთმა ქართველმა მოციგურავემ, ირაკლი მაისურაძემ 214,47 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა.

წყარო: lelo.ge

SHARE