ჩინაურმა კლუბმა “გუანჯოუ ევერგრანდსმა” 56 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს ჟოზე მოურინიოს 100-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა. Sky Sport-ის ცნობით ჟოზემ აღნიშნული კონტრაქტი იუარა და ჩინური კლუბი უარით გაისტუმრა.
კონტრაქტის თანახმად მოურინიო წელიწადში 31 მილიონ ევროს აიღებდა პლუს ბონუსების გამომუშავების შანსიც ექნებოდა, რაც პორტუგალიელს ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცევდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზეს უარის მიზეზი მისი ოჯახი გახლდათ.
მოურინიო აქამდე, “ბენფიკას”, “პორტოს”, “რეალს”, “ჩელსის”, “ინტერს” და ბოლო “მანჩესტერ იუნაიტედს” წრთვნიდა, რომელსაც 2018 წლის ბოლოს დაემშვიდობა და მას შემდეგ 56 წლის მწვრთნელი უმუშევარია.
წყარო: worldsport.ge