6 ივლისს, კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინის ნაკრებმა ჩილეს 2:1 სძლია.
შეხვედრის მთავარი პერსონაჟი და გმირი პარაგვაელი მსაჯი მარიო დიას დე ვივარი გახლდათ.
მე-17 წუთზე ლა როხას თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ალბისელესტე სერხიო აგუეროსა და პაულუ დიბალას გოლებით 22-ე წუთზე 2:0 დაწინაურდა, 37-ე წუთზე კი გარი მედელი ლეო მესის ორჯერ მიზანმიმართულად შეეჯახა, არბიტრმა მტყუან-მართალი არ გაარჩია, “პიტბულის” პროვოკაციული საქციელი არ გაითვალისწინა და ორივე გააძევა.
მესი ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას მეორედ გააძევეს – პირველად 2005 წელს სადებიუტო შეხვედრაში უნგრეთთან.
59-ე წუთზე ჯოვანი ლო ჩელსომ ჩრლეს არანგისი საჯარიმოს ხაზზე მოცელა და მსაჯმა საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ვიდალმა გამოიყენა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და არგენტინამ გაიმარჯვა.
სან პაულუ. “კორინთიანსი”
არგენტინა – ჩილე 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 ვიდალი (59, პენ)
გაძევება: მედელი (37), მესი (37)
არგენტინა: არმანი, ოტამენდი, ტალიაფიკო, პაცელა, ფოიტი, პარედესი, დე პაული, ლო ჩელსო (ფუნეს მორი 90), აგუერო (სუარესი 81), დიბალა (დი მარია 67), მესი
ჩილე: არიასი, ისლა, დიასი, ხარა (მარიპანი 50), ბოსეჟური, ვიდალი, არანგისი (კასტილიო 83), სანჩესი (ფერნანდესი 17), პულგარი, ვარგასი, მედელი
გოლები იხილეთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=lc11f6ur65o
წყარო: sportall.ge