მსოფლიოს რეკორდი – გიორგი როსტომაშვილმა 200-ტონიანი საზღვაო ბუქსირი 5 მეტრზე გასწია

531
25 აგვისტოს, ბათუმის ნავსადგურში მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გასწია საზღვაო ბუქსირი “თამარა 2”, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება.
ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა.
29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი “რეკორდსმენთა თასის” მფლობელი გახდა.
ღონისძიება ენერგეტიკული სასმელი “მაქს ფაუერის” სპონსორობითა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მხარდაჭერით ჩატარდა.
Sportall.Ge

წყარო: sportall.ge

SHARE