მსოფლიო ჩემპიონი კორონავირუსით გარდაიცვალა

958

„ლიდს იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ნორმან ჰანტერი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინგლისელმა სიცოცხლე 76 წლის ასაკში დაასრულა.

ჰანტერი „ლიდსის“ ღირსებას 1962-1976 წლებში იცავდა და 540 მატჩში 18 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, „ბრისტოლისა“ და „ბარნსლის“ რიგებშიც ითამაშა.

ინგლისის ნაკრებში 1965-1974 წლებში 28-ჯერ ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა, ხოლო 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE