მჭირდებოდა დრო დაკარგული კონდიციების აღსადგენად…

335

მოსკოვის “ლოკომოტივმა” “ზენიტთან” 0:0 ითამაშა. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ “რკინიგზელთა” ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა საბა კვირკველია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა რუსულ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“მძიმე ტრავმა მოვიშუშე. არადა, ყველას ეგონა, რომ კონფლიქტი მქონდა მთავარ მწვრთნელთან ან კლუბის ხელმძღვანელობასთან. არაფერი მსგავსი! მე მჭირდებოდა დრო დაკარგული კონდიციების აღსადგენად. სადღეისოდ, ფიზიკური თვალსაზრისით თავს მშვენივრად ვგრძნობ. მართალია, “ზენიტთან” შეხვედრის დასაწყისშივე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გააძევეს, მაგრამ ეს დიდად არ დაგვტყობია. პირადად ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ჩვენს დაცვას ეთამაშა მტკიცედ და ეს შევძელით! “ზენიტთან” საგარეო შეხვედრაში გოლი არ გავუშვით და მიმაჩნია, რომ ეს კარგი შედეგია”, – აღნიშნა კვირკველიამ.

წყარო: lelo.ge

SHARE