„ვალენსიას“ ფორვარდი, როდრიგო მორენო, შესაძლოა, იტალიაში გადაბარგდეს.
28 წლის ფეხბურთელის შეძენით „ნაპოლი“ და პირადად კარლო ანჩელოტი დაინტერესდნენ. „ვალენსაიასთან“ მოლაპარაკებები დაწყებულია, მაგრამ მხარეები ჯერჯერობით თანხაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
როდრიგოს შეძენაში „ნაპოლის“ „ბარსელონას“ კონკურენციის გაძლება მოუწევს, რომელიც ფეხბურთელს სუარესის შემცვლელად მოიაზრებს.
თავდაპირველად, „ღამურები“ 70 მილიონ ევროს ითხოვდნენ, მაგრამ ახლა მოთხოვნა შეამცირეს.
წყარო: goal.ge