ნეიმარის და „იუვენტუსის“ წარმომადგენლები მომავალ კვირას შეხვდებიან

320

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ მატის დე ლიხტის ტრანსფერის შემდეგ გაჩერებას არ აპირებს. ბოლო დროს „ბებერ ქალბატონს“ ხშირად უკავშირებენ პსჟ-ს ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს.

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მართლაც სერიოზულად ფიქრობენ ბრაზილიელის დამატების შესაძლებლობაზე და მიმდინარე კვირაში, ჩინეთში ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის შეხვდებიან, რომელიც ამ შესაძლო ტრანსფერში შუამავლის როლს შეასრულებს.

პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონ ევროს ითხოვს, იმ თანხას, რაც „ბარსელონას“ ორი წლის წინ გადაუხადა. თუმცა, „იუვენტუსმა“ ფინანსურ სარგებელთან ერთად პსჟ-ს პაულო დიბალასა და ბლეზ მატუიდის შესთავაზა.

თავად ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ „პარი სენ ჟერმენს“ კატალონურ გრანდთან მშვიდი საქმიანი ურთიერთობა არ აქვს და ფრანგებს „იუვეს“ ვარიანტის განხილვა ურჩევნიათ. აქვე გეტყვით, რომ ტურინელთა გარდა, ნეიმარით ინტერესს მადრიდის „რეალიც“ იჩენს.

წყარო: worldsport.ge

SHARE