მადრიდის „რეალი“ ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას გეგმავს და მზადაა „პარი სენ ჟერმენს“ წინადადებით მიმართოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ნეიმარის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გაღებასა და გარეთ ბეილის დათმოპას აპირებს. საინტერესოა, რომ მადრიდელები დიდი ხანია ბეილის გასხვისებას ცდილობენ, ხოლო თავის მხრივ ნეიმარი პსჟ-ს დატოვებას ლამობს.
აქვე გეტყვით, რომ გარეთ ბეილს ჩინურ „ჯიანგსუ სუნინსაც“ უკავშირებენ, ხოლო ზინედინ ზიდანმა საჯაროდ დაადასტურა, რომ უელსელმა გუნდი უნდა დატოვოს.
წყარო: worldsport.ge