ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნიერ ბოლივიელი მეტოქით იწყებს

496
მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს მსოფლიოს 87-ე ჩოგანთან, ბოლივიელ უგო დელიენთან თამაშით გახსნის.
დელიენი ჰამბურგის ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადეში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ მოხვდა.
უგო დელიენი და ნიკოლოზ ბასილაშვილი აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. 26 წლის დელიენის საუკეთესო შედეგი კარიერაში მსოფლიოს 74-ე ჩოგნობაა, რომელსაც ამა წლის მარტში მიაღწია, თუმცა შენარჩუნება ვერ შეძლო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ტიტულის დასაცავად იბრძვის. ჰამბურგში ვერგამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და მსოფლიო რეიტინგში, დაახლოებით, 25-ე ადგილზე ჩამოქვეითდება.
ბასილაშვილისა და დელიენის შეხვედრა 23 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.
წყარო: sportall.ge
SHARE