ნოემბრის ბანძუკე ცნობილია – რა შეიცვალა ქართველები სუმოისტებისთვის

327
დღეს, 28 ოქტომბერს, იაპონიაში ნოემბრის ბანძუკე გამოქვეყნდა, რომლითაც სუმოს სამყარო კიუშო ბაშოზე იხელმძღვანელებს.

 

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, კვლავ დაკარგა ოძეკის წოდება და რანგით მესამე წოდება, სეკივაკე მიიღო. თუ ქართველი ფალავანი ფუკოაკოში მინიმუმ ათ ბრძოლას მოიგებს, ის ოძეკობას დაიბრუნებს. ხოლო თუ დადებით ბალანსს ვერ აჩვენებს, შეიძლება სეკივაკეს ტიტულიც დაკარგოს.

 

ტოჩინოშინი ტაკაკეიშომ ჩაანაცვლა. ის აღმოსავლეთის მეორე ოძეკად აღზევდა. მომავალ ბაშოს ერთშაბად ოთხი კომუსუბი ეყოლება – აბი, ენდო, ჰოკოტოფუჯი და ასონოიამა.

 

რაც შეეხება გაგამარუს, იგივე თეიმურაზ ჯუღელს, ის რანგით მეორე ლიგაში ორი პოზიციით დაქვეითდა და ჯურიოს მეთორმეტე ნომრად არის წარმოდგენილი. თუ ის ფუკუაკოში დადებით ბალანსს ვერ აჩვენებს, მესამე ლიგაში დაქვეითდება.

 

რაც შეეხება ტურნირს, კიუშო ბაშო 10 ნოემბერს დაიწყება და სუმოს მოყვარულებს 15 დღის განმავლობაში გაანებივრებს.
წყარო: sportall.ge
SHARE