ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იან ობლაკის შეძენა ინგლისურ გრანდებს სურთ. წყაროს ცნობით, სლოვენიელი კიპერით, რომელიც მადრიდის “ატლეტიკოს” კარებს იცავს , “ჩელსი” და “არსენალია” დაინტერესებული.
ბოლო ცნობებით, 25 წლის მეკარის ღირებულება 88 მილიონი ევროა და დიდი ალბათობით მადრიდელთა კარის საიმედო დარაჯს ფასი არ დააკლდება. ფაქტია, რომ “როხიბლანკოს” მესვეურები აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებით კმაყოფილები არ არიან, თუმცა კლუბს ობლაკზე მეტად მყარი ფინანსური სიტუაცია სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ობლაკმა 29 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა.