ოთარ კიტეიშვილის “შტურმმა” ამხანაგურ მატჩში რეგიონული ლიგის “გლეისდორფი” 4:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში თავი ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა.
“შტურმი” შეკრებაზე კიდევ ორ სპარინგს გამართავს – “ახმატთან” და “კაპენფერგერთან”, 19 ივლისს კი ავსტრიის თასის პირველ რაუნდში სტუმრად “ანიფს” შეხვდება, რომელიც “ზალცბურგის” მეორე გუნდია.
წყარო: sportall.ge