ოთხი მედალი ლატვიიდან

286

რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი Volvo Open Cup -2019, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. მათ შორის იყო სენიორების კატეგორიაში მოცეკვავე ქართული წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, ერთეულებში ირაკლი მაისურაძე და ალინა ურუშაძე, იუნიორთა შორის სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა.

მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ბრინჯაოს მედლებს დაემატა ირაკლი მაისურაძისა და ალინა ურუშაძის წარმატებული გამოსვლები უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. ირაკლი მაისურაძე 15 ქვეყნის 16 მოციგურავეს შორის თავისუფალი პროგრამის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჯამური 220,35 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ალინა ურუშაძე კი, რომელიც 15 ქვეყნის 28 მოციგურავე სპორტსმენს შორის ასპარეზობდა, 163,83 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა მოპოვებულ ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალთან ერთად, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დააგროვეს ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დადგენილი სარეიტინგო ქულები, რის შედეგადაც მოცეკვავე წყვილმა კაზაკოვა-რევიამ, ერთეულებში ირაკლი მაისურაძემ და ალინა ურუშაძემ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მიიღეს.

წყარო: lelo.ge

SHARE