კატალონიური გამოცემა SPORT საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გაირკვა, კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ, ნეიმარი ბარსელონაში გაფრინდა და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი – მას „ბლაუგრანაში“ გადასვლის დაჩქარება უნდა და მეორე – დაკავდეს ბინის ძიებით და თუ შესაძლებელია, შესახლდეს იმავე სახლში, სადაც „პსჟ-ში“ გადასვლამდე ცხოვრობდა.
ნეიმარი „პსჟ-ში“ 2017 წლის ზაფხულს, 222 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
წყარო: goal.ge