ოფიციალურად: ატლეტიკომ მორიგი ტრანსფერი დაადასტურა

434

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე „პორტუს“ მცველის ტრანსფერი დაადასტურა.

პორტუგალიურმა კლუბმა ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გააჟღერა, თუმცა, „ატლეტიკომ“ ფილიპეს შეძენის შესახებ მხოლოდ ახლა გამოაცხადა.

„დღეს „პორტუს“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ფილიპე მადრიდში ჩამოფრინდება და ხვალ, ჩვენს გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კეთილი იყოს შენი ფეხი ახალ სახლში, ფილიპე.“ – ნათქვამია „ინდიელთა განცხადებაში.

30 წლის ფელიპე „პორტუში“ სამი წლის მანძილზე თამაშობდა, სადაც „კორინტიანსიდან“ გადაბარგდა.

 

წყარო: goal.ge

SHARE