მიუნხენის „ბაიერნმა“ სამი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთდროულად დაადასტურა. „რეკორდმაისტერის“ ღირსებას ლუკას ერნანდესი, ბენჟამენ პავარი და ჟან-ფიეტ არპი დაიცავენ. პავარი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ერნანდესი – 21, ხოლო არპი 15 ნომერს მოირგებს. ხსენებული სამი ტრანსფერი „ბაიერნს“ ჯამში 118 მილიონი ევრო დაუჯდა. პავარის სანაცვლოდ „შტუტტგარტმა“ 35 მილიონი ევრო მიიღო, „ატლეტიკოს“ ერნანდესში 80 მილიონი, ხოლო აპრის სანაცვლოდ „ჰამბურგმა“ 3 მილიონი გადაუხადეს.
წყარო: worldsport.ge