გიორგი ლორია ფამაგუსტას “ანორთოსისის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2021 წლამდე გაფორმდა. არაფერია ნათქვამი ფინანსური საკითხების შესახებ.
კლუბი მიესალმება 33 წლის მეკარის გუნდში მისვლას და წარმატებებს უსურვებს მას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს აქამდე თბილისის “დინამოში”, “ოფიში”, “კრილია სოვეტოვში”, “ანჟისა” და “მაგდებურგში” უთამაშია.
“ანორთოსისში” გიორგი ლორიას გარდა თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ითამაშებენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი, კი თემურ ქეცბაია გახლავთ.
წყარო: sportall.ge