გრიზმანის საგა დასრულებულია! ანტუან გრიზმანი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას თავად “ბარსელონა” ავრცელებს.
ცნობილია, რომ “ბარსელონამ” მსოფლიო ჩემპიონის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადა. ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2024 წლამდე ითამაშებს.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა €800 მილიონს შეადგენს.