ოფიციალურად: დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

363
“იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა მატიას დე ლიხტის ტურინულ კლუბში გადასვლის შესახებ დაწერა.
როგორც ტექსტშია აღნიშნული, იტალიელებს ახალგაზრდა მცველის გადაბირება 75  მილიონი ევრო დაუჯდათ და შესაძლოა, 10.6 მილიონი ევროს გადახდა კიდევ მოუწიოთ. დე ლიხტსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
მატიას დე ლიხტი 1999 წელს ქალაქ ლიდერდორპში გაიბადა. 9 წლიდან კი “აიაქსის” აკადემიის წევრი იყო. 2017 წელს ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი “ვილლემის” წინააღმდეგ.
მალევე უეფას ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა, მაშინ ჰოლანდიელი მცველი 17 წლისა და 285 დღის იყო. 2018 წლიდან, კი “აიაქსის” კაპიტანი გახდა. 19 წლის მცველმა ეროვნულ გუნდში უკვე 17 შეხვედრის გამართვა მოასწრო.
წყარო: sportall.ge
SHARE