ბერლინის “ჰერტამ” გვაუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ანტე კოვიჩი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბერლინელებს ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდათ; თანაც, დედაქალაქელები ბუნდესლიგის ბოლო ტურში გასვლაზე “აუგსბურგთან” 0:4 განადგურდნენ.
“ჰერტამ” ასევე გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდის ახალი მენეჯერი გერმანიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იურგენ კლინსმანი იქნება, რომელიც ერთი ხანობა მიუნხენის “ბაიერნსაც” ავარჯიშებდა.
კლინსმანი ბოლოს აშშ-ის ნაკრებს ედგა სათავეში, საიდანაც 2016 წელს წამოვიდა.
წყარო: sportall.ge