paok24.com უკვე დარწმუნებით წერს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი სალონიკის პაოკ-ის ღირსებას დაიცავს. ვებ გვერდის ინფორმაციით, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და დარჩა მხოლოდ ფეხბურთელის ოფიციალურად წარდგენის ცერემონია, რომელიც წესით, დღეს უნდა გაიმართოს.
ამავე წყაროს ინფორმაციით ირკვევა, სალონიკში ჩასულ ქართველ ფეხბურთელს 32-ნომრიანი მაისურით თამაშის სურვილი გამოუთქვამს (ამ ნომრით თამაშობდა ნინუა თბილისის „დინამოშიც“),პაოკ-ში ეს ნომერი თავისუფალი აღმოჩნდა და ამრიგად ახალი სეზონიდან პაოკ-ის N 32 ნიკა ნინუა იქნება.
წყარო: lelo.ge