რომში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.
მან, ფინალში შანსი არ დაუტოვა პოლონელ ბარანს. გენოს მის დასამარცხებლად სამი წუთიც არ დასჭირდა – 11:0 და პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია!
დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოს ჰიმნი ბოლომდე არ დაუკრეს.
წყარო: lelo.ge