პრემიერლიგა ბრუნდება – პრობლემა მხოლოდ „ლივერპულია“

378
კორონავირუსის გამო შეჩერებული პრემიერლიგა 13 ივნისს განახლდება, – იტყობინება “მირორი”.
კლუბებმა ამის შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს. ახლა ჩემპიონატის განახლების ნებართვა ბრიტანეთის მთავრობამ უნდა მისცეს. გუნდები ვარჯიშებს 11 მაისს დაიწყებენ.
ერთადერთი პრობლემა “ლივერპულია”, რომელიც 30 წლის შემდეგ პრემიერლიგის მოგებასთან ძალიან ახლოსაა და შესაძლოა, ოქროს მედლების მოპოვების აღსანიშნავად გულშემტკივრები მასობრივად ქუჩებში გამოვიდნენ.
“ლივერპულს” პრემიერლიგის მოგებამდე 2 გამარჯვება აშორებს, ხოლო თუ “არსენალმა” “მანჩესტერ სიტის” სძლია – 1 მოგებაც ჰყოფნის.
ბრიტანეთში კორონავირუსით 162 350 ადამიანი დაინფიცირდა, 21 745 გარდაიცვალა.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ჩემპიონატები ნაადრევად დაასრულეს, ბუნდესლიგა 9 მაისს, ლა ლიგა კი ივნისში განახლდება. რაც შეეხება იტალიას, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველობა 27 მაისს უნდა განახლდეს, მაგრამ საკითხი ჯერ გადაჭრილი არ არის.
წყარო: sportall.ge
SHARE