“მარკას” ცნობით, თავდამსხმელ ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნება შეუძლებელია.
გამოცემის მტკიცებით, “ბარსელონა” შეურიგდა იმას, რომ ამ ზაფხულში ნეიმარის ტრანსფერს ვერ განახორციელებს.
თავის მხრივ პსჟ მზადაა გაუშვას ბრაზილიელი, მაგრამ არა “ბარსელონაში”, თან ფასდაკლებით, 200 მილიონ ევროდ, მაგრამ ეს კატალონიურ კლუბზე არ ვრცელდება.
ნეიმარის სამსახურით “იუვენტუსი” და “რეალი” არიან დაინტერესებული.
წყარო: sportall.ge