“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა საინტერესო განცხადება გააკეთა:
“რეალმა ჩემი გადმობირება ორჯერ სცადა. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობდი და შესაბამისად, არსად მინდოდა წასვლა.
მადრიდელები პირველად 2001-2002 წლების სეზონში დამიკავშირდნენ, მოგვიანებით კი 3 წლის შემდეგაც.
მათ ძალიან უნდოდათ ჩემი და რონალდინიოს თავიანთ გუნდში ხილვა.
ჩემს გონებაში ყოველთვის მხოლოდ ბარსელონა არსებობდა.” – განაცხადა კატალონიელმა.
წყარო: goal.ge