ჟურნალისტის შეკითხვა : „…რატომ საუბრობთ ქართულად?“

821

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” “ორდაბასს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს კახა ჩხეტიანს ასეთ კითხვა დაუსვეს:

– გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?

– იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად – განაცხადა ჩხეტიანმა.

წყარო: goal.ge

SHARE