ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა თავისი ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა:
“ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელების ეპოქაში დავიბადე.
ერთად ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მინდა ვთქვა, რომ ესპანეთი ამით არ გაჩერდება.
ტრიუმფს ევრო 2020-ზეც ვგეგმავთ, რადგან ვთვლი, რომ ფურია როხას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.”
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის “რეალის” მცველი ნაკრებში კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს, ის გადაასწრებს იკერ კასილასს და გახდება ესპანეთის რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების რაოდენობით.
წყარო: goal.ge