“ბრუკლინის” უკანახაზელი დეანჯელო რასელი “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაშიც რასელი 117 მილიონ დოლარს მიიღებს.
რასელის შეძენა ასევე “ლეიკერსს” სურდა, მაგრმა როგორც ჩანს “ოქროს შტატელებმა” უფრო კარგად იმუშავეს.
განვლილ სეზონში რასელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.1 ქულას, 7 პასს, 3.9 მოხსნას და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა.
წყარო: worldsport.ge