საფეხბურთო ფუნქციონერმა თემურ ლეფსაიამ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ ჩაიშალა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯანო ანანიძის გადასვლა მოსკოვის “სპარტაკიდან” არნემის “ვიტესში”. შეგახსენებთ, რომ არნემული კლუბის დამრიგებლის პოსტი რუს ლეონიდ სლუცკის უჭირავს.
“როცა გაზაფხულზე გაირკვა, რომ ჯანო “სპარტაკს” არ სჭირდებოდა, მე ის სლუცკის შევთავაზე. რა თქმა უნდა, დაინტერესდა და ჩვენ ნიდერლანდების ბილეთებიც კი შევუკვეთეთ. სამწუხაროდ, ჰოლანდიაში ძალიან უცნაური წესია – ფეხბურთელმა თავად უნდა გადაიხადოს ყველა გადასახადი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის იჯარით თამაშობს და ხელფასის 90 პროცენტს სხვა ქვეყნის გუნდისაგან იღებს. ჯანო მზად იყო, მნიშვნელოვნად შეემცირებინა საკუთარი ხელფასი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში “სპარტაკი” საშინელ საგადასახადო წნეხში ვარდებოდა. აი, ამის გამო ჩაიშალა ეს ტრანსფერი.” – თქვა ლეფსაიამ.
წყარო: lelo.ge